რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2021-10-13 23:46:19

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ოქტომბერს 11:00-დან 15:10 საათამდე აბონენტებს რუსთავში დავით გარეჯის, მაიაკოვსკის, რუსთაველის, კონსტიტუციის, სარაჯიშვილის, არაყიშვილის, წმ. ნინოს და მიმდებარე ქუჩებზე;

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.