"აიცერი და მოგეში" 6 რუსთაველმა ფული მოიგო [photo]

2021-10-13 17:38:49

კორონავირუსის ვაქცინით აცრილთა გათამაშებაში ექვსმა რუსთაველმა 100-100 ლარი მოიგეს.

Stopcov.lotto.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, ვკითხულობთ, რომ გამარჯვებულებს შორის 3 "სინოვაკის", 2 "სინოფარმის", ერთი კი "ასტრაზენეკას" ვაქცინითაა აცრილი.

გათამაშების წესები ასეთია: ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი მოგება, ყოველკვირეულად 1000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 26 დეკემბერს ,,საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ ეთერში გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი. ლატარიის გათამაშებები გაიმართება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge -ზე ყოველდღე 12:00 საათზე, ხოლო ყოველკვირეული - ორშაბათს, ყოველდღიური ლოტოს გათამაშების დასრულებისთანავე.

StopCovid ლატარიის "აიცერი და მოიგეს" გათამაშების ბილეთებს აცრილი ბენეფიციარები სახელმწიფოსგან ვაქცინაციის დროს უფასოდ მიიღებენ.

ლატარიაში ,,აიცერი და მოიგე’’ მონაწილეობს ყველა ვაქცინირებული ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით, ვაქცინირებული მომხმარებლების იდენტიფიცირება პირველი აცრის რეგისტრაციისას NDCD-ის ბაზაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით მოხდება.

პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება ,,აიცერი და მოიგეს’’ ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში. მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია წამახალისებელი ლატარიის ამოქმედებამდე, 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს ,,აიცერი და მოიგეს’’ ყველა გათამაშებაში. StopCovid ლატარიის ვაქცინირების დროს მიღებული ბილეთი ვალიდურია ყველა გათამაშების განმავლობაში, მანამდე სანამ ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება. მაგ: თუ მოქალაქის ბილეთმა ერთხელ გაიმარჯვა ყოველდღიურ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი აღარ მონაწილეობს მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში, თუ ბილეთმა მოიგო ყოველკვირეულ გათამაშებაში, ის შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში.