ბრძოლა რუსთავის საკრებულოში უმრავლესობის მოსაპოვებლად

2020-10-13 13:09:44

რუსთავის მეექვსე სამაჟორიტარო ოლქში, მე-2 ტურში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", სავარაუდოდ, მხარს პარტია "გახარია-საქართველოსთვის" მაჟორიტარობის კანდიდატს, ერეკლე დოლიძეს დაუჭერს.

აღნიშნული კითხვით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ქალაქის მერობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატს, დავით კირკიტაძეს დაუკავშირდა, რის საპასუხოდაც მან განაცხადა, რომ ოფიციალურ პოზიციას საკითხთან დაკავშირებით პარტია რამდენიმე დღეში გააჟღერებს.

"ამ დღეებში ვიტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს პოოზიციას. რა თქმა უნდა, ჩვენ განწყობილი ვართ, რომ ოპოზიციურ კანდიდატებს არამხოლოდ ამ ოლქში, არამედ მთელს საქართველოში, სადაც მეორე ტურია, დავუჭიროთ მხარი", - აღნიშნა კირკიტაძემ.

შეგახსენებთ, რუსთავის მეექვსე სამაჟორიტარო ოლქში მე-2 ტური გაიმართება.

მე-2 ტურში "ქართული ოცნების" მაჟორიტარიბის კანდიდატი გიგა ვეფხვაძე და პარტია "გახარია-საქართველოსთვის მაჟორიტრაობის კანდიდატი ერეკლე დოლიძე გავიდნენ.

ინფორმაციისთვის, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აღნიშნულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი არ ჰყავდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები