შეზღუდვა საავტომობილო გზაზე

2021-10-13 11:40:43

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ72 (ლეჩური-ომალო) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ11 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.