შიდა ქართლში შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით ბაბუა დააკავეს.
ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 13 წლის მოზარდი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოზარდი ამ დროისთვის კლინიკაში რჩება.
არსებული ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცი შვილიშვილზე სისტემატიურად ძალადობდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 11 პრიმა 137-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის გაუპატიურებას გულისხმობს.