გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ენერგო პრო ჯორჯიას აბონენტების ნაწილს.
13 ოქტომბერს, 14:30-დან 16:30 საათამდე ელ.ენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, ხერხეულიძის, ლერმონტოვის, თავგორაშვილის, მაჩაბლის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.