რუსთავში, N4 საჯარო სკოლის სპორტდარბაზში წითელი ჯვრის დახმარებით მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი მოეწყო.
რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, თავდაპირველად აცრები "ფაიზერის" ვაქცინით მოხდება, ხოლო შემდეგ დაემატება "სინოფარმის" ვაქცინაც.
მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში 4 ამცრელი ბრიგადა იმუშავებს და ყოველდღიურად დაახლოებით 600-მდე ადამიანის აცრას შეძლებს.