კოვიდ19-ის კიდევ 5 მსხვერპლი რუსთავში

2021-10-11 19:53:46

რუსთავის კოვიდკლინიკებში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ინფექციას კიდევ 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია თავად სამედიცინო დაწესებულებებიდან მიაწოდეს.

2 პაციენტი გარდაიცვალა, კლინიკა რუსთავში. როგორც კლინიკაში განმარტავენ, ორივე მათგანი ქალი იყო და ჰქონდათ თანმხლები დაავადებები.

ორი ადამიანი გარდაიცვალა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში.  ერთი ქალი, ხოლო მეორე მამაკაცი იყო, მათაც აღენიშნებოდათ თანმხლები დაავადებები.

70 წლამდე ქალი გარდაიცვალა მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში.

კლინიკებში აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არცერთი პაციენტი არ ყოფილა აცრილი.