რუსთავის 14 სკოლაში კოვიდ19-ის შემთხვევები გამოვლინდა

2021-10-11 17:06:01

რუსთავის 14 საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა.

როგორც ქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა 1-ელ, მე-2, მე-4, მე-5, მე-7, მე-9, მე-11, მე-15, მე-17, 20-ე, 22-ე, 23-ე, 25-ე და 26-ე საჯარო სკოლებში, რის გამოც 39 ცალკეული კლასი სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

ამ დროისთვის რესურსცენტრში განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებიდან ერთ-ერთ სკოლაზე რეკომენდაციას ელოდებიან, გადავიდეს თუ არა სწავლის სრულად დისტანციურ რეჟიმზე, თუმცა ხეჩიკაშვილი სკოლას არ აკონკრეტებს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები