ვის გადაეცემა საცხოვრებელი ბინა და ფულადი კომპენსაცია

2021-10-11 14:42:51

ბათუმში 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის დროს დაზარალებულებს ბინები და ფულადი კომპენსაცია გადაეცემათ.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

"აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლებაც გვერდში დავუდგებით იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად ყველას გადაეცეს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში და ამასთანავე, ფულადი კომპენსაციები იმისთვის, რომ შესაბამისი პირობები მოაწყონ", - თქვა ღარიბაშვილმა.

ბინები ბათუმში