ენმ-ს წევრი და მისი მეუღლე სცემეს

2021-10-11 14:18:21

ლანჩხუთში,  ენმ-ს წევრს, სახლში შეუვარდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც ქუჩებში წარწერები გააკეთა - "თავისუფლება მიშას!",  თავდასხმის ობიექტი გახდა.

ენმ-ს წევრი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" წარსულში ნასამართლევი აქტივისტი მას და მისი მეუღელს სახლში სასტიკად გაუსწორდა და სცემა.

გუშინწინ, ლანჩხუთის ქუჩებში გავაკეთე სტენსილები - თავისუფლება მიშას! რის შემდეგაც სუს-მა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროვოკატორი მომიგზავნა, რომელიც სახლში შემომივარდა და მითხრა: მე სწორ მხარეს ვდგავარ, შენ რა გინდა მიშას აქციებზეო?! ამის შემდეგ საფერფლე მესროლა, დედაზე შემაგინა, ჩემს მეუღლეს ორჯერ ჩაარტყა ფეხი"- ამბობს გივი ცინცაძე.

ფაქტთან დაკავშირებით ცოტახნის წინ შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ფ. ორი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავა.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, ლანჩხუთში, თავის თანაკლასელს, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს - გ.ც.-სა და მის მეუღლეს - ი.ზ.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ორი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.