"ძველებურად არ გამოიყურება"

2021-10-11 14:11:52

რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მისმა დედამ და შვილებმა მოინახულეს.

საპატიმროს დატოვების შემდეგ გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ძველებურად არ გამოიყურება.

"ადამიანი შიმშილობს მე-15 დღეა. იმიტომ რომ სანამ საკანში მოხვდებოდა ის დღეებიც, როგორც ჩანს, არაფერი არ უჭამია. ბევრი მოშიმშილე არ მინახავს, მაგრამ მიშა ვნახე და ძველებურად არ გამოიყურება. მე და მისი შვილები რომ შევედით, ცდილობდა კარგად და ყოჩაღად ყოფილიყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ არის ყოჩაღად",- განაცხადა გიული ალასანიამ.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისვლას აპირებს სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე, რომლის გამოსვლის შემდეგაც სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები