ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

2021-10-11 13:35:37

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ზურაბ დათუნაშვილი (87კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

დათუნაშვილმა ფინალში ბელარუს მასკევიჩს დიდი უპირატესობით ანგარიშით 9:1 სძლია.

წელს  დათუნაშვილი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა, ის ასევე  ტოკიო 2020 ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანია.