ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტრაილერი ამოტრიალდა

2021-10-11 10:59:27

ჩაქვის გვირაბთან ტრაილერი ამოტრიალდა.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის დროს დაახლოებით ოთხი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. არავინ დაღუპულა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევის დროს 5 დათუმის მედცენტრში გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, დაშავებულებს შორის 4 მსუბუქი დაზიანებები აქვს და მალე გაეწერებიან, ერთს კი შედარებით მძიმე, მას ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და პნევმოტორაქსი აღენიშნება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძეიება დაიწყო.

ფოტო: ბათუმელები