რუსთაველი ძიუდოისტი, გიორგი სარდალაშვილი ახალგაზრდებს შორის 60 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონია.
იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე 6 ოქტომბერს 18 წლის რუსთაველმა უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვება მოწინაარმდეგის იპონით დამარცხების შემდეგ შეძლო.
მან საფინალო შეხვედრაში აზერბაიჯანელი ძიუდოისტი ტურან ბაირამოვი დაამარცხა.