იტალიაში ქართველი კაცი დააკავეს

2021-09-10 15:54:37

იტალიაში სამართალდამცავებმა 38 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტომობილის მართვის დროს ქართველი ავარიაში  მოყვა. შემთხვევის შემდეგ ჯერ ავარიაში მონაწილე მეორე მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი ადგილზე მისულ პოლიციელს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად გაირკვა, რომ 38 წლის კაცი ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.