კორონავირუსს დედა-შვილი ემსხვერპლა [photo]

2021-10-10 15:32:27

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში მცხოვრები დედა-შვილი კორონავირუსს ემსხვერპლა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სოფელში მერის წარმომადგენელმა, ალექსანდრე ბურძგლამ განუცხადა, ჯერ ინფიცირებული 57 წლის ქალი გარდაიცვალა, მეორე დღეს კი მისი 82 წლის დედა.

ორივე ქალი მაკვანეთის სკოლის პედაგოგები იყვნენ.