2021-10-10 15:23:04
რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად სოფელ მუღანლოს მცხოვრებლები მივიდნენ და საქართველოს მე-3 პრეზიდენტს დაკლული ცხვარი, ტკბილეული, რძე, ხილი და წვენები მიუტანეს.
პენიტენციურ დაწესებულებასთან მისული მუღანლოელები სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 1 ოქტომრიდანაა მოთავსებული და მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული.