გორი-იგოეთის საავტომოვილო მაგისტრალზე ავარია მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ქორწილის კორტეჟის ერთ-ერთი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა, 18 წლის თაზო მურადაშვილი, ხოლო 27 წლის მიშო ვანიშვილი კი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
"გორმედის" წარმომადგენლის ცნობით, ახალგაზრდა ბიჭი კლინიკაში კრიტიკული მდგომარეობაში შეიყვანეს და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. კიდევ ორი დაშავებული კი მძიმე ხარისხის დაზიანებებით საავადმყოფოშია და ოპერაცია უტარადება.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება.
სამძიმრის წერილს ავრცელებს გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო:
"გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტომ, ძალიან მძიმე დანაკლისი განიცადა. დღეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას, ჩვენი ნიჭიერი, კეთილშობილი და შრომის მოყვარე თანამშრომელი - მიშო ვანიშვილი დაიღუპა.