ნანგრევებიდან დედა-შვილის ცხედარი ამოიყვანეს

2021-10-09 13:19:01

ბათუმში ნანგრევებიდან კიდევ 2 ცხედარი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ისინი დედა-შვილი არიან.

ამ ეტაპისთვის, შენობიდან ამოყვანილია 9 ადამიანი - 2 მათგანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, 7 - გარდაცვლილი.

მაშველები, სავარაუდოდ, კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.