"ვეძებთ 3 ადამიანს"

2021-10-09 11:26:33

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში კიდევ 3 ადამიანს ეძებენ.

„თითქმის დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვეძებთ 3 ადამიანს. მეტი არ უნდა იყოს წესით, რაც ოპერატიული ინფორმაცია გვაქვს,“ – ამბობს გომელაური ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რათა სამივე ადამიანი უვნებლად ინახოს. მას შემდეგ კი, რაც გაიწმინდება ტერიტორია და მოქალაქეებს ნახავენ, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მივლენ და დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.

გომელაური არ გამორიცხავს, რომ დასაკავებელთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. ამ დროისთვის სამართლდამცავებს 3 ჰყავთ დაკავებული.