ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში, მაშველებმა დღეს დილით მეხუთე ცხედარი იპოვეს, ის მცირეწლოვანია.
ამ დრომდე ნაპოვნი გარდაცვლილებიდან ორი ბავშვია, სამი კი ზრდასრული.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკაში გარდაიცვალა ნანგრევებიდან თავდაპირველად ამოყვანილი 36 წლის ქალიც, რომელიც ბავშვების დედაა.