ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში, კონკრეტულად კი ფეისბუქის მომხმარებელს ბმულები მისდით სადაც წერია რომ - "ნახეთ ჩემი პირადი ვიდეო და არავის არ აჩვენო". ბმულები ძირითადად მეგობრებისგან მათ დაუკითხავად იგზავნება, იმ შემთხვევაში კი თუ ბმულს გახსნით მსგავსი შეტყობინებები ამჯერად უკვე თქვენგან გაეგზავნებათ თქვენ მეგობრებს. ფეისბუქის ადმინისტრაცია აცხადებს რომ ეს არის ვირუსი და მისი გახსნისგან თავის შეკავებას ითხოვს. პრობლემა სავარაუდოდ რამდენიმე დღეში მოგვარდება.