უბედური შემთხვევა რუსთავში

2021-10-08 23:53:52

უბედური შემთხვევა რუსთავში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით XIV მიკრორაიონში 60 წლამდე მამაკაცი ფუნთუშის მიღების დროს ცუდად გახდა. მამაკაცს სავარაუდოდ საკვები სასულეში გადაცდა და გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპჟი. არსებული ინფორმაციით მამაკაცი სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა.