ნანგრევებში დაახლოებით 15 ადამიანს ეძებენ

2021-10-08 19:00:17

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს, ის  ცოცხალია და სამედიცინო დახმარება უტარდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ამ წუთებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ტარდება.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა.