საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის – "საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი"
4 კანდიდატი ქართული ფილმი შეარჩია.
ეროვნულ კინოცენტრში წელს სულ 4 განაცხადი შევიდა, შესაბამისად, ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 4 ქართული ფილმი იბრძოლებს.
შერჩეული 4 ფილმია:
“ჩემი ბედნიერი ოჯახი” (რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი)
“საშიში დედა” (რეჟისორი: ანა ურუშაძე)
“მძევლები” (რეჟისორი: რეზო გიგინეიშვილი)
“ლუკა” (რეჟისორი: გიორგი ბარაბაძე)
ეროვნული კინოცენტრის მიერ დასახელებული სპეციალური კომისიის წევრები კი ფარული კენჭისყრით საქართველოდან გამარჯვებული ფილმს გამოავლენენ.
ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 90-ე საიუბილეო ცერემონიალი, 2018 წლის 4 მარტს ლოს ანჯელესში გაიმართება.