მაშველები, ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ

2021-10-08 16:20:06

ბათუმში, ჩამონგრეულ კორპუსში, არსებული ინფორმაციით, 12 ოჯახი ცხოვრობდა. სახლების ნაწილი შემთხვევის დროს დაკეტილი იყო, ვინაიდან ზოგი მათგანი სამსახურში, ზოგი კი სკოლაში იმყოფებოდა.

ამ დროისთვის ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა.  ნანგრევებიდან ისმის მოქალაქეების ხმა, რომლებიც დახმარებას ითხოვენ.

მოჰყვა თუ არა ინციდენტს მსხვერპლი, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ადგილზე სამაშველო ჯგუფი, სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟები და პოლიციაა მობილიზებული. პერიოდულად ხდება დამატებითი ცოცხალი ძალისა და შესაბამისი ტექნიკის მობილიზებაც. სამაშველო ოპერაციაში მოქალაქეებიც არიან ჩართულები.