ხმაური და დაპირისპირება რუსთავის ციხესთან

2021-10-08 15:29:53

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებისას რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

დაკავებას წინ უძღოდა წინასწარი სიტყვიერი დაპირისპირება სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციელს შორის.
აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებულები არიან - "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზვიად კუპრავა, ასევე ლაშა ცუცქირიძე და ჯიმი დელიბაშვილი.

სამოქალაქო აქტივისტები ცდილობდნენ წითელი საღებავით კედლებზე წარწერების გაკეთებას- “თავისუფლება მიშას”, თუმცა მათ ამის საშუალებას პოლიციამ არ მისცა.

ადგილზე ერთ-ერთი აქტივისტი შეუძლოდ გახდა. ციხის მიმდებარედ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც.