რუსთავის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ რუსთავის მერიის წინ სპეციალური ბრიფინგი გამართა.
კირკიტაძემ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მეორე ტურში მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდა.
"რუსთავმა და რუსთაველებმა ამ უთანასწორო ბრძოლაში ხელისუფლებასთან გაიმარჯვეს და მე მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მოვიდა საარჩევნო უბანზე, გააკეთა არჩევანი და მოგეხსენებათ, რომ რუსსთავში ოპოზიციამ 64% მიიღო. ქართულ ოცნებას რუსთსაველების მხრიდან ეთქვა უარი, მათ 36%-ს დაგროვებაც დიდი ძალისხმევით და გაყალბებით შეძლეს, მაგრამ მინდა იცოდეს თითოეულმა რუსთაველმა, რომ საბოლოო გამარჯვებამდე დარჩა 1 თვე. ეს არ იქნება რომელიმე პერსონის ან პოლიტიკური პარტიის გამარჯვება, აქ იქნება რუსთაველების გამარჯვებას და არ ვაპირებ, რომ როგორც ეს აქამდე ხდებოდა და ჰქონდა მავნე ტრადიცია ქართულ ოცნებას, ამ ქალაქის მოსახლეობა დავყოთ პოლიტიკური ნიშნით. პირიქით, ჩვენი გეგმა ეხება ყველა რუსთაველს და მე თქვენ აქ, 5 სექტემბერს წარმოგიდგინეთ ჩვენი 100 დღიანი სამოქმედო გეგმა და დღეიდან ჩვენი თანამებრძოლები, რუსთავის საკრებულოს წევრები დაიწყებენ მოქალაქეებისთვის გაცნობას იმ 100 დღიან გეგმასთან ერთად რა პოლიტიკას გავატარებთ ჩვენ სოციალური დაცვის კუთხით მოქალაქეების, ინფრასტრუქტურის კუთხით, ახალგაზრდობის კუთხით და ყველა იმ ოჯახთან მივალთ, ვინც საჭიროებს სახელმწიფოს გვერდით დგომას.
მეორე ტურში უნდა იქცეს ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისათვის. კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას დაპატიმრებული ჰყავს საქართველოს მე-3 პორეზიდენტი პოლიტიკური ბრალით, ამიტომ თითოეული ხმა მიცემული ოპოზიციისათვის, რუსთავში და საქართველოს სხვა ყველა იმ ქალაქში, სადაც მე-2 ტურია, ნიშნავს მიცემულ ხმას მიხეილ სააკშვილის თავისუფლებისთვის.
განსაკუთრებული მობილიზებისაკენ მოგიწოდებთ, ჩვენ ვართ მხნედ და მაგრად. ჩვენ მოვახერხეთ და დავიცავით თქვენი ხმები იმ ქალაქებში, სადაც ქართულმა ოცნებამ ბოლომდე ვერ იძალადა და არის მეორე ტურები. ამიტომ ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ ბრძოლაში ჩვენი ქალაქებისთვის, ბრძოლაში თავისუფლებისთვის.
ჩვენ, რუსთავი და რუსთაველები, როგორც ყოველთვის, ვიქნებით თავისუფლებისთვის ბრძოლის ავანგარდში. გაუმარჯოს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, ამ დევიზით შევდივართ ჩვენ ამ ბრძოლაში, წინ დიდი გამარჯვებისკენ და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მხარდაჭრრისთვის", - განაცხადა კირკიტაძემ.