მოქალაქე, რომელიც ამ წუთებშიც ნანგრევებშია მოყოლილი სოციალურ ქსელში წერს და შველას ითხოვს.
"დიდი ბეტონის ქვეშ ვარ მომწყვდეული, მიშველეთ, ააწევინეთ ის დიდი ბლოკი," - წერს მოქალაქე "ბათუმელების" პირდაპირ ჩართვაზე. დაზუსტებით არ არის ცნობილი, მაგრამ ის სავარაუდოდ ნანგრევებშია მოყოლილი.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. მაშველები ნანგრევებში მობინადრეებს ამ დრომდე ეძებენ. ნანგრევებიდან ისმის მოქალაქეების ხმა, რომლებიც დახმარებას ითხოვენ.