ვარკეთილში, მესამე მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ გაზი აფეთქდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. დაშავებულია შუახნის ქალი, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. სამგორის გამგებლის ინფორმაციით, დაშავებული ქალი სახლის მეპატრონეა და მას გამგეობა შესაბამისი პროცედურების ფარგლებში, მიღებულ ზარალს აუნაზღაურებს.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სახანაძრო-სამაშველო ბრიგადები, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.