ხმაური და სროლა რუსთავში

2021-10-06 23:48:22

ხმაური და სროლა რუსთავში, შარტავას გამზირზე.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები იარაღიდან ისროდნენ.

თივითმხილველი სააგენტოსთან აცხადებს რომ რამდენიმე ახალგაზრდა ცენტრალურ ქუჩაზე გადაადგილდებოდა, ხმაურობდნენ და მოგვიანებით ჰერში გასროლაც მოახდინეს.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. არსებული ინფორმაციით სამართალდამცავებმა რამდენიმე ახალგაზრდა ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა მამაკაცები მალევე გაათავისუფლეს.

აღმოჩნდა რომ პირს, რომელიც ისროდა, არა ცეცხლსასროლი, არამედ სასტარტო იარაღი ჰქონდა. მამაკაცი ადმინისტრაციული წესით, 2000 ლარით დააჯარიმეს.