რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ოპელის" მარკის ტაქსი და "ბე-ემ-ვეს" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.