რამდენი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდ19-ით რუსთავში ბოლო 2 თვეში

2021-10-09 13:53:55

აგვისტოსა და სექტემბერში კორონავირუსული ინფექციით რუსთავის კოვიდკლინიკებში 165 ადამიანი გარდაიცვალა.

სტატისტიკური მონაცემები საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებებიდან მიაწოდეს.

კლინიკა "რუსთავში" კოვიდინფექციას აგვისტოში 30, ხოლო სექტემბერში 31 პაციენტი ემსხვერპლა.

აგვისტოში 26 და სექტემბერში 28 ადამიან გარდაიცვალა ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოში.

რაც შეეხება მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრს, აგვისტოში 35 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, ხოლო სექტემბერში 15.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოში ქვეყნის მასშტაბით და მათს შორის რუსთავშიც კოვიდგავრცელების პიკი იყო, ინფიცირების დიდი რაოდენობის გამო რუსთავის კლინიკები პაციენტებით იყო გადავსებული. ეპიდსიტუაციის დასტაბილურება სექტემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები