ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესა და თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება კვლავ შეუჩერდა.
საკითხი პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილეს და დეპუტატთა უმრავლესობამ მელიას მანდატის გაუქმებას მხარი დაუჭირა.
ნიკა მელიამ 29 ივლისს განაცხადა, რომ ტოვებს საპარლამენტო მანდატს და ემზადება 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის. მელიამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
„ოცნების“ მიერ დოკუმენტის ანულირებულად გამოცხადების მიუხედავად, 2 სექტემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა.