მიხეილ სააკაშვილის მეუღლე რუსთავშია.
ლიზა იასკო N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის სანახავად მივიდა.
ლიზა იასკო, რომელიც უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატია, ჟურნალისტებთან კომენტარს ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უფლებადამცველებმა მოინახულეს.
მიხეილ სააკაშვილს ციხიდან სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება არ ექნება. მისი უფლებადამცველის ბექა ბასიალიას თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღონ და რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას უკვე აცნობა.
ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, აღკვეთის ღონისძიებების გადასინჯვის მოთხოვნით საქალაქო სასამართლოში პროცესის ჩანიშვნა მიმდინარეობს, რაზეც დაცვის მხარემ პასუხად მიიღო, რომ პროცესი 1 თვის თავზე ჩატარდება.
"ჩვენ გუშინვე უკვე მოვითხოვეთ ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს პროცესის ჩანიშვნა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის მოთხოვნით და იქიდან მივიღეთ პასუხი, რომ იცით რა, ჩვენ ვადები არ გვაქვს და 10 ნოემბერს ჩავატარებთ პროცესს, 1 თვის თავზე.
ასევე "პიჯაკების საქმეზე" მოვითხოვეთ პროცესის ჩანიშვნა და ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.
ეს ყველაფერი უნდა დავინახოთ ერთიან კონტექსტში. დღეს ციხემ მიიღო პროკურატურიდან მოთხოვნა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს ზარის განხორციელების უფლება, არ მიეცეს შესაძლებლობა პირდაპირ ჟურნალისტებს ჩაერთოს, ახლობლებს დაურეკოს," - აცხადებს ბექა ბასილაია.
უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომის დარბაზში გამოცხადების საშუალებას არ აძლევენ.
"მას არ აძლევენ შესაძლებლობას, რომ სასამართლო სხდომის დარბაზში გამოცხადდეს, არანაირი კომუნიკაცია საზოგადოებასთან არ უნდა ჰქონდეს, ნიკა მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობა რომ შედიოდა 24 საათში ხდებოდა ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება. როცა აწყობდათ, მათ ინტერესშია - 24 საათიანი ვადით არიან შეზღუდულნი, როცა არა გვეუბნებიან, რომ არა, მომდევნო 1 თვის განმავლობაში სხდომას არ ჩავატარებთ საერთოდ," - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.