ყველა შეზღუდვა, რომელიც მოიხსნა

2021-10-05 12:28:14

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში დაწესებული რიგი შეზღუდვები იხსნება.

ახალი გადაწყვეტილებით, რესტორნები და კვების ობიექტები მომხმარებლის მიღებას 23:00 საათამდე შეძლებენ, ნაცვლად 22:00 საათისა.

9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებლების 33% დაიშვება, იმ შემთხვევაში თუ წარმოადგენენ ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს, ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტს, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტის უარყოფითი პასუხს, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელ ცნობას.

იხსნება კონცერტებსა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა.