ფეისბუქის გათიშვის გამო ცუკერბერგმა 6 მილიარდი დოლარი დაკარგა.
მარკ ცუკერბერგის პირადი ქონება 6 საათში 6 მილიარდ დოლარზე მეტით დაეცა, რამაც მას მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში პოზიციები შეუცვალა. ამის მიზეზი კი ყველაზე პოპულარული ქსელის, ფეისბუქის 6 საათით გათიშვა გახდა.
სოციალური მედია გიგანტის აქციების გაყიდვები 4.9% -ით დაეცა.
ორშაბათს აქციების გაყიდვის შემცირებამ ცუკერბერგის ქონება 121,6 მილიარდ დოლარამდე ჩამოიყვანა. ახალი რეიტინგით იგი ბილ გეითსს ჩამორჩა და ბლუმბერგის მილიარდერთა სიაში მე–5 ადგილი დაიკავა.
წყარო www.bloomberg.com