ახალი გადაწყვეტილება

2021-10-04 19:22:53

ევროპის წამლის სააგენტომ დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ და Moderna-ს ვაქცინების მესამე დოზის გამოყენება დაამტკიცა , - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის წამლის სააგენტო ავრცელებს.

წამლების სააგენტოს თქმით, ვაქცინების მესამე დოზა მეორე დოზის მიღებიდან, სულ მცირე, 28 დღის განმავლობაში უნდა გაკეთდეს.

მათი თქმით, მესამე დოზამ გაზარდა ვირუსზე ანტისხეულების წარმოქმნის უნარი.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ COVID 19-ისგან დაცულ პაციენტებში ანტისხეულების წარმოების უნარი, მოსალოდნელია, რომ დამატებითი დოზა გაზრდის დაცვას მაინც ზოგიერთ პაციენტში.
18-დან 55 წლამდე ასაკის ადამიანებში მესამე დოზა კეთდება 6 თვის შემდეგ.

ევროპის წამლის სააგენტოს ცნობით, მესამე დოზის გვერდითი ეფექტების რისკი ცნობილი არ არის და ყურადღებით კონტროლდება. EMA გააგრძელებს ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ ყველა მონაცემის განხილვას.