სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ციხესთან

2021-10-04 15:51:36

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

მან ჟურნალისტებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილი წაუკითხა, სადაც ის ციხესთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართავს.

„მადლობა ჩემო დებო და ძმებო. მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში და ბრძოლის სურვილს მიათმაგებს, "ვაწვებით" გამარჯვებამდე“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მხარდამჭერების აქცია - თავისუფლება მიშას იმართება.

„გამარჯვება იქნება ისეთი, რომლის შედეგებსაც მოიმკის ყველა. ჩვენ ვინმეს დასამარცხებლად არ მივდივართ არჩევნებზე, მივდივართ გამარჯვებისთვის, რომლის სარგებელიც უნდა მიიღოს ყველა პარტიის წევრმა, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმაც. უნდა მოვიგოთ თბილისიც, ბათუმიც, ქუთაისიც, ზუგდიდიც, სადაც საკრებულო უკვე მოგებული გვაქვს. უნდა გავაფორმოთ ბოლომდე ფოთიც, სენაკიც. ეს ქალაქები უნდა მოვიგოთ, რომ სალაპარაკო აღარ ჰქონდეს ბატონ ღარიბაშვილს და ივანიშვილსაც. ჩვენ ეს გავაკეთეთ და საქმე არის ბოლომდე მისაყვანი“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია, ავტომობილები გადაადგილებას ვერ ახერხებენ