"თავისუფლება მიშას" - აქცია რუსთავის ციხესთან.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისი მხარდამჭერები იკრიბებიან.
აქციის მონაწილეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე დღეა იმყოფება.
რუსთავის ციხესთან სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზებაა.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენ ვიხილავთ მიხეილ სააკაშვილს თავისუფლებაზე და მას ექნება საშუალება, ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში,“ - აცხადებს დავით კირკიტაძე.
სასჯელაღსრულების დაწესებულების წინ მოწყობილია მინი სცენა, საიდანაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები ადგილზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.