რუსთავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა[photo]

2021-10-04 13:57:59

დღეიდან რუსთავის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა, განუცხადა სასწავლო პროცესი ყველა საჯარო და კერძო სკოლაში განახლდა, თუმცა უმეტეს ნაწილში ჰიბრიდული მეთოდით.

პირველ დღეს დასწრებით სწავლაზე გადასული მოსწავლეების 80% საკლასო ოთახებში გამოცხადდა.

"აბსოლუტურად ყველა სკოლამ დაიწყო სწავლა და უმეტესობამ ჰიბრიდული მეთოდით, რაც ნიშნავს, რომ კლასებში საგნების ნაწილი ონლაინ ჩატარდება, ნაწილი დასწრებითი სწავლებით. ვინც უნდა გამოცხადებულიყო და ონლაინზე არ რჩებოდა მათი დაახლოებით 80% გამოცხადდა პირველ დღეს",- განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილები ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი 15-4 ოქტომბრის სექტემბერს დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები