8 წლის ბავშვი კორონავირუსით გარდაიცვალა

2021-10-04 12:50:12

ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, ბავშვი ციციშვილის სამედიცინო დაწესებულებაში სხვა კოვიდმიმღები კლინიკიდან სიმძიმისა და თანმხლები დაავადებების გამო 18 სექტემბერს შეიყვანეს.

"შემოყვანისას აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა. ფილტვის ქსოვილის მაღალი ქულებით შეფასებული დაზიანება. რესპირატორული დისტრესი. უკვე მე-6 დღე იყო კოვიდინფექციის დადასტურებიდან და მასთან ერთად იყო ბაქტერიული ინფექცია გამოხატული. ის იყო თანდაყოლილი ქრომოსომული პათოლოგიით, მცირე წონის იყო, აღინიშნებოდა ფსიქომოტორული სფეროს მკვეთრი ჩამორჩენა, გულის კომბინირებული მანკი, კოვიდის დადასტურებიდან დაახლოებით მეექვსე დღეს არის ჩვენთან შემოსული, მანამდე შევიდა სხვა კლინიკაში და იქიდან გადმოიყვანეს მძიმე მდგომარეობაში," - ამბობს მაია ჩხაიძე.

მისი ინფორმაციით, კლინიკაში ამჟამად 50-მდე ინფიცირებული ბავშვია მოთავსებული.

რომელთა შორისაც 19 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მათგან ერთ-ერთი მართვით სუნთქვაზე.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები