ხანძარი რუსთავში [video]

2021-10-05 00:47:32

ხანძარი რუსთავში, მეგობრობის გამზირზე. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით საცხოვრებელ ბინაში, 35 წლამდე მამაკაცს სიგარეტის მოწევის დროს ჩაეძინა.

სიგარეტის ნამწვი საბანზე დაეცა, რომელსაც ცეცხლი წაეკიდა და ხანძარი გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.

მამაკაცს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. მისი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა.