მილანში ავიაკატასტროფას 8 ადამიანი ემსხვერპლა [video]

2021-10-03 20:47:43

მილანში 2 სართულიან ცარიელ შენობას კერძო თვითმფრინავი შეეჯახა, ბორდზე მყოფი 8 ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა. [ვიდეო/video]

ინფორმაციას ინგლისური გამოცემა BBC ავრცელებს.

მათი ცნობით, კერძო თვითმფრინავი მილანის აეროპორტიდან კუნძული სარდინიის მიმართულებით მიფრინავდა.

თვითმხილველების განცხადებით, შეჯახების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე სახლების ფანჯრები შეზანზარდა.

"აფეთქების ძლიერი ხმა გავიგე, ჩვენი სახლის ფანჯრები შეზანზარდა, როცა ფანჯარასთან მივედი და გავაღე, კვამლის დიდი ღრუბელი",- განუცხადა როიტერს ადგილობრივმა მამაკაცმა.

შემთხვევის დროს შენობის მიმდებარედ დაპარკინგებული რამდენიმე ავტომობილიც დაიწვა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები