რუსთავში 5 საარჩევნო უბნის შედეგებს ხელახლა გადაითვლიან

2021-10-03 20:14:06

რუსთავის N20 საოლქო საარჩევნო კომისია შერჩევითობის მეთოდით 5 საარჩევნო უბანს ხელახლა გადაითვლის.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ხათუნა გოშაძემ განუცხადა, უკვე გამოვლენილია, რომ მე-5, 30-ე, 43-ე, 54-ე და 80-ე საარჩევნო უბნები ხელახლა გაიხსნება და ხმების გადათვლა მოხდება.

"ცესკოს 40-ე დადგენილებითაა ეს გადაწყვეტილება მიღებული. როგორც ხმის დათვლის პროცესის დროს ვიდეოფიქსაციის კამერის დამონტაჟება, ესეც დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ემსახურება, რათა უფრო მეტად დამაჯერებელი იყოს.

შერჩევითი მეთოდით გადაითვლება ხუთი უბანი და ფაქტობრივად ეს იქნება სახე სხვა დანარჩენი უბნების. ვნახოთ, რაც იქიდან ამოვა რეალურად არის ის თუ რამე სხვა",- განაცხადა ხათუნა გოშაძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები