რუსთავში არსებული ყველა ბაგა-ბაღი 5 ოქტომბერს სააღმზრდელო პროცესის განსაახლებლად მზადაა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა მიაწოდა.
ხუციშვილის თქმით, კოვიდტესტირება ჩაუტარდა სააღმზრდელო დაწესებულების ყველა თანამშრომელს. როგორც ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, სააღმზრდელო დაწესებულებებში დასაქმებული 850 პირიდან, კორონავირუსით ინფიცირება ერთს დაუდასტურდა, რომელიც თვითიზოლაციაში გადავა.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა 4 ოქტომბრამდე შეზღუდული იყო.