ცესკოს მიერ ამ დროისთვის დათვლილი ხმების მიხედვით ქვემო ქართლში რუსთავის გარდა არჩევნები ყველა მუნიციპალიტეტში პირველივე ტურში დასრულდა.
გარდაბანში არსებული 66 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 63 უბნის შედეგები, რომლის მიხედვითაც პირველივე ტურში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, დავით კარგარეთელმა 60,56%-ით გამარჯვება მოიპოვა.
მარნეულში არსებული 91 უბნიდან დათვლილია 91-ვე. რომლის მიხედვითაც 68,01%-ით გამარჯვება "ქართული ოცნების" კანდიდატმა კენან ომაროვმა მოიპოვა.
72,64%-ით გაიმარჯვა ასევე "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ბოლნისში.
დმანისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა მოქმედი მერი გიორგი ტატუაშვილი დაამარცხა და პირველივე ტურში გამარჯვება 52,08%-ით მოიპოვა.
ილია საბანაძემ წალკაში 55,86%-ით პირველივე ტურში მოიპოვა გამარჯვება.
პირველივე ტურით დასრულდა არჩევნები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიც, სადაც მმართველი გუნდის კანდიდატმა გიორგი წიკლაურმა 65,16%-ის აღება შეძლო.