ნაციონალური მოძრაობა VS ქართული ოცნება.
ცესკოს ბოლო მონაცემებით რუსთავში ნაციონალურმა მოძრაობამ 17185 ხმა, ხოლო ქართულმა ოცნებამ 15460 ხმა მიიღო.
არსებული ინფორმაციით ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს 3 სამაოჟორიტარო ოლქში, ხოლო 4 ოლქში ქართული ოცნების კანდიდატები იმარჯვებენ.
ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რამდენ წევრს შეიყვანენ საკრებულოში პარტიები, თუმცა ბოლო მონაცემებით ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს და არ არის გამორიცხული რომ სწორედ აღნიშნული პარტია ვიხილოთ რუსთავის საკრებულოში უმრავლესობით.