რამდენი რუსთაველი იყო არჩევნებზე

2021-10-02 20:49:57

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რუსთავში ხმა 52 052-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო ამომრჩევლის 48,69%-ია.

გასული წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ამომრჩევლის აქტივობა დაბალია.

საპარლამენტო არჩევნებზე რუსთავში ხმის მისაცემად 59 624 რუსთაველი იყო, რაც საერთო ამომრჩევლის 55,49%-ს შეადგენდა.



ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები